თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გებზეს საავადმყოფოში მყოფი ქართველები მოინახულა

მისივე თქმით, ორი მათგანი სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო ერთი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით სტაბილურია, გებზეს სხვა საავადმყოფოშია მოთავსებული. ქართული მხარის ინფორმაციით, მათი მოწამვლა კუსტარულად დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელმა გამოიწვია. გარდაცვლილთაგან ორი, 47 წლის მამუკა გაბელია და 52 წლის რამინ ცომაია აბაშის რაიონის მკვიდრია. კიდევ ერთი გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი მალხაზ გერსამიაა. მეოთხე გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე დგინდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მკვიდრი იყო. გარდაცვლილების გადმოსვენებაში საქართველოს თურქული მხარე დაეხმარება. მათ, სავარაუდოდ, ორშაბათს გადმოასვენებენ.