ბუნებრივი და ტექნოგენური მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულთა კანონპროექტი განიხილეს

სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებების შეჯერება უახლოეს მომავალში მოხდება, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
კომისიის სამუშაო შეხვედრას დევნილთა მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე, იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ფინანსთა სამინისტროსა და გაეროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ეკომიგრანტთა შესახებ კანონპროექტის კონცეფციის განხილვაში აგრეთვე სახალხო დამცველის აპარატის და ადგილობრივი არასმათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შექმნილია კომისია, რომლის მიზანია შეიმუშავოს ზემოხსენებული კანონპროექტი.