ქუთაისში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორც ”პირWელის” ადგილობრივ კორესპონდენტს სახანძრო სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი ნასვამი იყო და იგი სახლში მარტო იმყოფებოდა. ”სახლში ხანძარი გაუჩნდა, მამაკაცს გადაჭარბებული ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კი მისი გადარჩება ვეღარ მოახერხეს”, - განაცხადეს სახანძრო სამსახურში.